X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

,,მნიშვნელოვანია, მოსახლეობისგან მივიღოთ ინფორმაცია მომავალი პროექტების თაობაზე“

18 ივლისი 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში: დიცში, ქორდისში და არბოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

სოფლებში სხვადსახვა პროგრამით დაფინანსებული პორექტები ხორციელდება, მათ შორის: სასმელი წყლის ქსელის მოწყობა, რომელზეც მუნიციპალური განვითარების ფონდი მუშაობს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარლებში კეთდება გარე განათება,  ადგილობრივი ბიუჯეტით მიმდინარეობს ნიკო ლომოურის მუზეუმის რეაბილიტაცია.

მინისტრის მოადგილე, შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და თვითმმართველობების წარმომადენლებთან ერთად მოსახლეობასაც შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. როგორც ილია ბეგიაშვილმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უშუალოდ მოსახლეობისგან მიიღონ ინფორმაცია მომავალი პროექტების განხორციელების თაობაზე.

,,შეხვედრაზე ვიმყოფებით შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, სადაც  ერდროულად რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს, როგორც სოფლის მხარდაჭერის  პროგრამით დაფინანსებული,  ასევე მგფ-ის დაფინანსებული წყალმომარაგების ძალიან დიდი პროექტი, რომელიც მოიცავს 21 სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესებას. პარალელურად მიმდინარეობს 7 -კილომეტრიანი გზის დაგება, რომელიც სექტემბერში დასრულდება. მოსახლეობასთან ასეთი ტიპის შეხვედრები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზუსტად განვსაზღვროთ რომელი პროექტებია დღეის მდომარეობით საჭირო ადგილობრევებისთვის. მათი  აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტი იყოს ეფექტური, ასევე იმისთვის რომ მომავალი წლისთვის უფრო მომზადებულები ვიყოთ, სწორად გავანაწილოთ რესურსი, როგორც მენეჯმენტის ნაწილში, ასევე ინფორმაცია მივაწოდოთ პოტენციურ შემსრულებელ კომპანიებს. ასეთი შეხვედრები ეხმარება სწორი ორიენტირის აღებაში როგორც გუბერნიას და  მუნიციპალიტეტს, ისე სამინისტროს“-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

მან ასევე, აღნიშნა რომ პროექტების დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება და თუ წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 400 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 2020 წლისთვის ის კიდევ მეტად გაიზრდება.